30 აგვისტო 2026,   17:16
ვრცლად
ნატოს პროგრამის ფარგლებში საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ სამთო მომზადების კურსებს უმასპინძლა

ნატოს პროგრამის ფარგლებში, საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ სამთო მომზადების კურსებს უმასპინძლა.

სამხედროები სამთო-ტექნიკურ მომზადებას, სამთო აღჭურვილობის შერჩევისა და მოხმარების წესებს, ასევე სამთო გადაადგილებისას დაშავებულის გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობდნენ.

ზაფხულის შუალედური კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქართველი, უკრაინელი და ჩეხი 17 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

დღის ამბები