20 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ჟანგბადის პრობლემა, რა თქმა უნდა პაციენტებს არ შეეხება, მიმდინარეობს ინტენსიური მომარაგება ყველა  საავადმყოფოში - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს ჟანგბადის პრობლემა არ შეექმნებათ. როგორც მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და ამ დრომდე იყოს სრული უწყვეტობა ჟანგბადით უზრუნველყოფის კუთხით.

"ჟანგბადთან მიმართებაში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჟანგბადის პრობლემა, რა თქმა უნდა პაციენტებს არ შეეხება, უბრალოდ ეს არის დამატებითი ტვირთი მენეჯმენტის და ლოგისტიკის მიმართულებით, ვინაიდან არიან საკმაოდ რთული პაციენტები, რომლებიც ძირითადად ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან და ერთობლივად, როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან და ასევე ლოჯისტიკის სამსახურთან ერთად, რომელიც ჩართული არის ამ პროცესის მართვაში, მიმდინარეობს ინტენსიური მომარაგება ყველა  საავადმყოფოში, რათა არანაირი პრობლემა არ შეიქმნას და იყოს სრული უწყვეტობა უზრუნველყოფილი ამ მიმართულებით," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები