აჭარაში ტურიზმის სფეროს და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ აჭარის ტერიტორიაზე ბოლო 72 საათში 12 ობიექტი დაილუქა.
"ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს. 30 რესტორანი შევამოწმეთ და ჯარიმები გამოვიყენეთ უკვე. რაც შეეხება დალუქვას ბოლო 72 საათში დაილუქა 12 ობიექტი,"- აღნიშნა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს ახალი დადგენილებით 00:00 საათის ნაცვლად რესტორნები 23:00 ზე უნდა დაიხურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის ჯარიმა, ხოლო განმეორებითი შემთხვევის შემდეგ ობიექტი დაილუქება.