სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები იმართება. ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია დასვენებული.
მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. იდენტიფიცირებულთაგან 1 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა ხვალ 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გაიმართება.