20 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ლორთქიფანიძის ქუჩაზე ჩამოშლილი ფერდის ადგილზე კორპუსი აღარ აშენდება - მერიამ საქმე პროკურატურაში გააგზავნა

ლორთქიფანიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის წინ ფერდი ჩამოიშალა. აღნიშნულ ადგილზე კორპუსი აღარ აშენდება - ახლა ექსპერტები დაადგენენ, რა სამუშაოებია საჭირო, რათა მიმდებარედ ცხოვრება უსაფრთხო გახდეს.

მშენებლობის წინ 10 სართულიანი კორპუსია, საიდანაც 90 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს. მოსახლეობის ევაკუაცია გვიან ღამით გახდა საჭირო.

მერიამ უკვე დაადგინა, რომ ფერდის ჩამოშლა არასწორმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა - არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. საქმე მერიამ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა.

რა დრო დასჭირდება ლორთქიფანიძის ქუჩაზე ჩამოშლილი ფერდობის და საფრთხის შემცველი კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს, დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენას, ჯერ უცნობია. მოსახლეობა სახლში დაბრუნებას ელოდება.

დღის ამბები