ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი სპეცმანქანები შეემატა. მაღალი გამავლობის ავტომობილები დაწესებულებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა.
8 ავტომობილი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს გადაეცა, 1 კი ქობულეთს. მერსედესის მარკის ორხიდიანი ავტომობილები აღჭურვილია რეანომობილთან გათანაბრებული აუცილებელი და თანამედროვე დანადგარებთ, რაც მინისტრის თქმით, რეგიონში სამედიცინო ბრიგადებს ეფექტურ მუშაობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
მინისტრმა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამედროვე ტიპის შენობების აგებაც დაანონსა, თქვა რომ სამედიცინო პერსონალი გაუმჯობესებულ პირობებში უნდა მუშაობდეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა.