"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება - მმართველმა გუნდმა ამჯერად კახეთში წარადგინა თავისი კანდიდატები. უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს ოცნების მხრიდან მერობისთვის გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში.
რეგიონულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები უძღვებოდნენ. მათ თავიანთ ამომრჩეველს კონკრეტული ხედვები, შექმნილი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება - ეს პოლიტიკური საარჩევნო ხაზი მთავრობის ხელმძღვანელმა ყველა შეხვედრაზე განმარტა.
კანდიდატების დასახელებას "ქართული ოცნება" რეგიონებში უახლოეს დღეებში განაგრძობს.