ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა - დედაქალაქში ვირუსით 1687 ადამიანი დაინფიცირდა.
შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, 772 ინფიცირებულით.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4519 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების რაოდენობაა 34074.