20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ეკომიგრანტების პრობლემები - ჯანდაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მემორანდუმი გააფორმეს

ჯანდაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების შესახებ თანამშრომლობას.

უწყების ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 800-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-მდე ოჯახს კი საცხოვრებელი საკუთრება გადაეცა.

"აჭარისთვის მნიშვნელოვანია ეკომიგრანტების პრობლემები და ყველაფერი კეთდება რომ ყველამ შეძლოს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ცხოვრება და ეს თანამშრომლობა მოგვცემს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ კიდე უფრო მეტი ოჯახი დავაკმაყოფილოთ,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები