20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები და პარალიზებული მოძრაობა - ლაგოდეხში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები, პარალიზებული მოძრაობა კახეთში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ლაგოდეხში დილიდან სპეციალურმა ტექნიკამ განაახლა მუშაობა.

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, აბონენტების ნაწილს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.

რა სახით მოხდება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალური კომისია მუშაობას დაასრულებს. 

დღის ამბები