”რუსთავი 2-ის” თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ზურა მესხი კომპანიაში 21 წლის განმავლობაში მუშაობდა და იყო მთავარი ენერგეტიკოსი.
ზურა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ზურა მესხი 50 წლის იყო.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.