20 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ყველა დაწყებული მშენებლობა შეჩერდეს და ორი წლის ვადით მშენებლობაზე გაცემის ნებართვა აიკრძალოს - ლაშა ჩხარტიშვილი მოთხოვნებს აყენებს

ლეიბორისტული პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, კორპუსების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ბრიფინგი გამართა. ლაშა ჩხარტიშვილმა განცხადება მეწყერსაშიშ ზონაში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს 2 მოთხოვნა აქვს - ყველა დაწყებული მშენებლობა შეჩერდეს და ორი წლის ვადით, მშენებლობაზე გაცემის ნებართვა აიკრძალოს.

"ჩვენ გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ თბილისში მიმდინარე ყველა კორპუსის მშენებლობა შეჩერდეს და განხორციელდეს სრულფასოვანი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ექსპერტია. იმიტომ რომ საქართველოში კანონმდებლობა უკვე ათწლეულების ნიველირებული და მორგებული კორუფციულ ინტერესებზე. არ ტარდება არც რეალური გეოლოგიური კვლევები, არც სეისმოლოგური, არც სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით და სხვა მიმართულებით,“ - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.  

დღის ამბები