1 მილიონი ოქროს მედლის მფლობელებს, 500 000- ვერცხლის მედალოსნებს, 250 000 კი - ბრინჯაოს პრიზიორებს - ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს დაპირებულ ფულად ჯილდოს გადასცემენ.
სპორტულ სამყაროში პრიზების შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწვეტილება იყო. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯები მომავალ თაობას დიდ სტიმულს გაუჩენს.
"გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მომავალი თაობებისთვის, ვფიქრობ, ძალიან დიდი სტიმული გაუჩნდებათ, თუ რატომ უნდა ეზიარონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაღალი მიღწევების სპორტს. რა თქმა უნდა, წინადადება იყო სიახლე ყველა სპორტსმენისთვის და მინდა აქვე დავძინო, რომ სპორტსმენთა ჯგუფმა ძალიან ვიმუშავეთ, რომ სწორი წინადადება მიგვეწოდებინა მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრმა ადეკვატურად აღიქვა და წამოაყენა ის წინადადება, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გამოადგება ქართულ სპორტს,“ - აცხადებს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე.
ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ნაჩვენები შედეგები მიულოცა.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი