დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ამ ეტაპზე, უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები და როდის შეძლებს კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში 8 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი და მათი უმეტესობა დაკავებულია.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 53 614 აქტიური შემთხვევაა.