"მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად" - ამის შესახებ დღეს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მედიასთან განაცხადა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ეკლესიისადმი, ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდოს და თქვა, რომ ეკლესია რელიგიური ორგანიზაციაა და არა სამედიცინო, თუმცა მისი თქმით, სასულიერო პირებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეყანას პირადი მაგალითით.