20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 724-მდე გაიზარდა - მსოფლიო სტიქიებს ებრძვის

მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძრები - მსოფლიო სტიქიებს ებრძვის. ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 724-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა  საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.  

7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში იყო. დღეს ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა. ჰაიტიზე ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სახლების გარდა განადგურებულია სასტუმროები და ოფისები.

2 მილიონამდე ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია იაპონიაში - წყალდიდობის გამო მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. სტიქიის ზონებში უმაღლესი, მეხუთე დონის განგაშია გამოცხადებული.

თურქეთში კი რამდენიმედღიანი ხანძრების შემდეგ ახლა წყალდიდობას ებრძვიან. დაღუპულია 60-მდე პირი. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ხიდები. სტიქიამ ყველაზე მეტად შავი ზღვის 3 რეგიონი დააზარალა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

21 ადამიანი დაიღუპა და 4 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება წყალდიდობის შედეგად ჩინეთში. ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

სპეციალისტები, მსოფლიოში შექმნილ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

დღის ამბები