ვიზიტი SpaceX-ში - ქართული დელეგაცია აშშ-ში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიამ დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად, მათი მხრიდან განიხილება საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX მოსახლოებას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კომპანია SpaceX-თან ეს თანამშრომლობა გამოიღებს ნაყოფს იმიტომ, რომ დღესაც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ამ შეხვედრის შემდგომ E-mail-ით ვაგრძელებთ მიმოწერას, მუდმივად ხაზზე არიან და ნამდვილად არიან დაინტერესებულნი, რომ ასეთი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში შემოვიდეს," - აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.