25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
თელავში მომხდარი მკვლელობისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

"კურიერის" ინფორმაციით, თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია

მასთან ერთად ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები