24 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
მალე თელავს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება - პროექტი 15 თვეში უნდა დასრულდეს

თელავი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს - ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ცნობილია. პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა აქვს. წყლის სისტემის მოწესრიგებაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია, დამატებით 3 ახალი ჭაბურღილის მოწყობა, ახალი რეზერვუარების და სკადას მართვის სისტემის დამატება.

24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და დასრულების ვადად 15 თვეა გათვალისწინებული.

დღის ამბები