05 მაისი 2024,   05:55
ვრცლად
წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების დროს გარდაცვლილები გვიან ღამით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

სამი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ასეთია წინანდლის ტყეში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგი. ცხედრები თელავის რეფერალური საავადმყოფოდან გვიან ღამით გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვლილებს შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა.

ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი დაპირისპირებისას ადგილზე იმყოფებოდა სპორტსმენიც.

კლინიკაში ამბობენ, რომ სამივე ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. დაჭრილები კი ყამბარაშვილის კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის გამო დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები