პანდემიის პირობებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირების კამპანია გრძელდება. ამჯერად სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლში ჩავიდა და მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც და თავად გაეცნო იმუნიზაციის პროცესს. სახელმწიფო მინისტრმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო მასალებიც გადასცა, რომლებიც ქვემო ქართლის იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ენის ბარიერის და COVID 19-ის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა დგას.
"ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ ვაგრძელებთ ეთნიკურ უმცირესობებთან მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის სრული ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების შესაბამისს ღონისძიებებს. გავავრცელებთ აღნიშნულ ინფორმაციას და განვაგრძობთ აღნიშნულ ქმედებებს განსაკუთრებით იმ სოფლებში, რომლებიც შედარებით მოშორებით არიან მუნიციპალური ცენტრებიდან და სადაც მოსახლეობას, მათ შორის ენის ბარიერის გამო შესაძლოა არ ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ხარისხიან ინფორმაციაზე," - განაცხადა მინისტრმა.