"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა მოსახლეობას ახალკახათში გააცნო.
მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოდგენს, რაც არჩევნებში მათი გამარჯვების შემდეგაც პრიორიტეტად დარჩება.
"ახალკახათი გახლავთ სოფელი, სადაც ორი უმნიშვნელოვანესი გზა გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულთან აკავშირებს ამ სოფელს. ასევე წინა პლანზე წამოიწია უკვე შიდა საუბნო გზების მოწესრიგებამ, რომელიც უახლოეს გეგმებში აუცილებლად მოხვდება. ასევე ვისაუბრეთ პანდემიიდან გამოწვეულ სირთულეებზე, ვაქცინაციის პროცესზე. კარგია, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და ვაძლევთ ყველანაირ საშუალებას როგორც ადგილზე, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის გზით შეუფერხებლად მიეწოდოს ვაქცინაცია," - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.