დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
"დღეიდან პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მეოთხე ტალღა დავძლიოთ.
პირბადე ჩვენს დაცვაში მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ სულ ვსაუბრობდით,"- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.