ცოტნე გამსახურდიას ძმა, გიორგი გამსახურდია, twiter-ზე წერს, რომ მის ძმასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც გიორგი გამსახურდია წერს, მის ძმას საქართველოში საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ და საიმედო ხელშია.
"ცოტა ხნის უკან მომიწია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც - არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.
ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ.
ყოველივე ამის შესახებ მინდოდა სცოდნოდა საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია,"- წერს გიორგი გამსახურდია.