ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1191 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1175 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
ეროვნულმა ვალუტამ ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც - დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.6715 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6730 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.
17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.