ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელი ჯგუფი ამჯერად ახალსოფელის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფება. მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს. სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში, აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.
ვაქცინაცია ზუგდიდთან ერთად წალენჯიხის, სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაეცნო.