20 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
კორონავირუსმა კიდევ ერთი სასულიერო პირი იმსხვერპლა - მონაზონი სოსანა დღეს გარდაიცვალა

სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა ვასაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. 

მონაზონი კოვიდის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო, სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე გარდაიცვალა.

დღის ამბები