02 სექტემბერი 2026,   09:29
ვრცლად
შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის საქმის განხილვა ბათუმში დღეს იწყება

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამის საქმის არსებით განხილვას იწყებს დღეიდან ბათუმის სასამართლო. სხდომა დახურული იქნება.

სავარაუდოდ, დღესვე გასაჯაროვდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური ძალადობა უნდა დაადასტუროს, ან უარყოს.

იგეგმება თავად 15 წლის მოზარდის დაკითხვაც - გოგონას დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს. მოზარდის მამა მძიმე ბრალდებას უარყოფს და დუმილის უფლებას იყენებს.

"კურიერის" ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის დაკავების შემდეგ, გოგონას ბაბუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები