ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ვაქცინაცია იყო ჯანდაცვის მინისტრისა და იაპონიის ელჩის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. იმამურა აკირამ იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობაში დიპლომატიური კორპუსის ჩართულობაზე მზადყოფნა გამოთქვა და მინისტრს ინიციატივით მიმართა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრებში ელჩების მონაწილეობას გულისხმობს.
საუბარი იყო სამინისტროს 10 წლიანი გეგმის ფარგლებში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის საკითხებზეც.