ერთი თვე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად - სემეკმა "თელმიკოსა" დ "თელასს" მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების კორექტირება დაავალა.
სექტემბერში კომპანიებს ვალდებულება აქვს დეტალური ინფორმაცია წარმოადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია კვლავ სანქციებზე იმსჯელებს. არაზუსტი დარიცხვების გამო სემეკმა "თელმიკო" და "თელასი" დაახლოებით 1 კვირის წინ 75 და 50 ათასი ლარით დააჯარიმა.