როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ, 19 აგვისტოს თბილისსა და რეგიონებში :
ბათუმსა და ფოთში +27 გრადუსი სითბო იქნება. +28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში. ზუგდიდში ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება. +29 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
30 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში. ლენტეხსა და ცაგერში +28, ამბროლაურში კი +29 გრადუსია მოსალოდნელი.
30 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში. გორში +32 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.
თბილისში +33-ი გრადუსი სიცხე იქნება.
რუსთავში 34-ი გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
31 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +33 გრადუსია ნავარაუდევი.