საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ძალაში ხვალიდან, 19 აგვისტოდაბ შევა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი - მცირედით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1283 ლარი შეადგინა, ლარი დოლართან 0.0092-ით გაუფასურდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0.0067 თეთრით გამყარდა და შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.6648 ლარი გახდა.