მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ჩართული არიან მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები. სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ბრიგადები შიდა ქართლის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზევე ცრიან.
ამჯერად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კასპის რაიონის სოფლების - ლამისყანისა და ქვემოჭალის მოსახლეობამ გაიკეთა.
"აქტივობა იყო საკმაოდ კარგი და მაღალი, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავდა, რომ უჭირთ ტრანსპორტირება. ადგილზე მათთვის კომფორტულია აცრის ჩატარება. ეს პროექტი თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონებში,“ - აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი, ალექსანდრე მეგრელიშვილი.