ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. უწყების იმერეთის რეგიონის 16-მა მეტყევემ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გაიკეთა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობა ყველას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და დროული აცრისკენ მოუწოდებს.