20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი, ვუახლოვდებით ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობების მაქსიმუმს - თამარ გაბუნიას თქმით, გარდაცვალების შემთხვევები საგანგაშოა

ჯანდაცვის მინისტრი, თამარ გაბუნია ქვეყანაში ეპიდვითარების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და ამბობს, რომ გარდაცვალების მატება შესაძლოა მომდევნო დღეებშიც დაფიქსირდეს. გარდა ამისა, თამარ გაბუნია გადატვირთულ ჰოსპიტალურ სექტორზე საუბრობს.

"სამწუხაროდ, გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 58 გარდაცვალების შემთხვევაა. რაც, ბუნებრივია, საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის აუცილებლობას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით. 

მოსალოდნელი მატება გარდაცვალების კუთხით შესაძლოა კიდევ იყოს მომდევნო დღეებში, რადგან როგორც იცით, მოგვიანებით ხდება სიკვდილობის მატება, დამძიმების შემთხვევები არის რეანიმაციულ განყოფილებაში," - აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები