20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ხვალ გლდანის 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

20 აგვისტოს 10:00-დან საღამოს 17:00 საათამდე გლდანის რაიონში გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4 000-მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია "თბილისი ენერჯის" კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია.

"კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე. "თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყოველთვის დაიცვათ გაზის მოხმარების უსაფრთხოების ზომები," – ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები