20 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
უმძიმესი სიტუაციაა, დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, კონტროლი და რეგულაციების დაცვა კი არ ხდება - დევი ტაბიძე 

სპეციალისტები ქვეყანაში ინფექციის გავრცელების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძე ამბობს, რომ ადამიანებმა რეგულაციების შემსუბუქების შესახებ მთავრობის განცხადება არასწორად გაიგო და ჩათვალა, რომ ქვეყანაში კოვიდი დამარცხებულია.

"ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კოვიდი არ არის და დამარცხებულია და მთავრობის ის განცხადება, რომ შეემსუბუქებინა ყველა რეგულაციები, ეს არასწორად გაიგო მოსახლეობამ. სამედიცინო მთლიან სტაფს დღეს აქვს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა. უმძიმესი სიტუაციაა, გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება და კონტროლი და რეალური რეგულაციების დაცვა არ ხორციელდება," - აცხადებს დევი ტაბიძე. 

დღის ამბები