ეპიდემიოლოგები 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რაც შესაძლია შემოდგომიდან დაიწყოს. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დასკვნას ელოდებიან.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ასაკობრივი ჯგუფი, სადაც შესაძლოა ვაქცინაციის საკითხის იყოს, ეს არის 12-დან 15 წლამდე ასაკი.
"16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება ნებადართულია და ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია უკვე ტარდება. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც შეიძლება იყოს განხილვა ვაქცინაციის საკითხის, ეს არის 12-დან 15 წლამდე ასაკი. თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ ვაქცინაციას დავიწყებთ ამ ასაკობრივ ჯგუფში. არის მეორე გამოსავალი, მეორე გზა, ქვეყანამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა მისა ბავშვებს ვაქცინაცია.
თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მდგომარეობის სტაბილიზება, თუ მაჩვენებელი ისევ დარჩა ესეთ კატასტროფულად მაღალ ციფრებზე, ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხის გადახედვა მოგვიწევს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.