დაპირისპირება "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს შორის - დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები კოლეგებს ტყუილსა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
არსებული ინფორმაციით, უთანხმოება "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს შორის ერთ-ერთის მიერ მედიასთან გაჟღერებულ ბრალდებებს და პოლიტიკურ განცხადებებს მოჰყვა.
დაპირისპირებულმა მხარემ, უკმაყოფილების ნიადაგზე, ტყუილში მხილებული კოლეგები ტერიტორიიდან გააძევეს.