პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე, 15 საუკეთესო ესეს ავტორი გამოვლინდა.
გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)- აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გადასცეს.
კონკურსი მიმდინარე წლის 14 მაისს გამოცხადდა და მისი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა იყო.