20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
თბილისში ახალნამშობიარევი ქალი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ის 8 თვის ორსული იყო, როდესაც კორონავირუსი დაუდასტურდა და იმშობიარა. 

მშობიარობის შემდეგ მას კოვიდი გაურთულდა და ბოკერიას კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ნინო ნაცვლიშვილს 2 წლის და 3 კვირის შვილი დარჩა.

გარდაცვლილი რეანიმაციაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა. 

დღის ამბები