თელავის 24 საათიანი წყალმომარგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ და ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა "China Geo-Engineering Corporation"-ის ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა ჩენგჟოუ ჰემ.
უახლოეს დღეებში მშენებელი კომპანია სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა მხარის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად თელავში დღეს არსებული რეზერვუარი და სათავე ნაგებობაც დაათვალიერეს.