ამ წუთებში, ავღანეთიდან საქართველოში დასაბრუნებლად 16 ქართველი ემზადება. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი უკვე ქაბულის აეროპორტში იმყოფებიან. მათი გამომგზავრების შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არცერთი მოქალაქე აღარ დარჩება.
ავღანეთიდან საქართველოს მთავრობამ, პრემიერის დავალებით, სამშობლოში 6 ქართველის ევაკუაცია უკვე განახორციელა, ორი კი გერმანიაში გადავიდა.
"კურიერი" ქაბულის აეროპორტში მყოფ ქართველებს ცოტა ხნის წინ ესაუბრა.