20 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
"სრული მზაობა გვაქვს, ეტაპობრივად ხდება ჰოსპიტალში პაციენტების შემოყვანა" - დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოათავსეს

დიღმის ოლიმპიურ დარბაზში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები განათავსეს. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საშუალო და მძიმე პაციენტების მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში ვეღარ ხდება - ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა საგანგებოდ შექმნილი საველე ჰოსპიტალი აეთვისებინა.

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. 

"სრული მზაობა გვაქვს. ეტაპობრივად ხდება ჰოსპიტალში პაციენტების შემოყვანა. შემოყვანილია საშუალო სიმძიმის 9 პაციენტი. ამჟამად სტაბილურად არიან, არიან ჟანგბადდამოკიდებულები. ძირითადად, დელტა შტამია,"- აცხადებს რევაზ კუჭუხიძე. 

ამ დროისთვის დიღმის სპორტულ დარბაზში, რომელიც ჰოსპიტლადაა გადაკეთებული, 9 პაციენტი იმყოფება. ჰოსპიტალს აქვს რესურსი, მიიღოს 400-მდე პაციენტი. 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები