20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"ხეზე დავაკაკუნებ, ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა" – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა.

"ხეზე დავაკაკუნებ, ზრდა არ არის ნახტომისებური. ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულად იმ შეზღუდვებით, რაც შემოღებულია და იმ რეკომენდაციების უფრო მეტად აღსრულებით, რაც დაწესებულია და არ სრულდებოდა. ასევე გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფრო მეტი ინტენსიფიკაციით.

სტაბილიზაციის გაჩენაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი აქვს ყოველდღიურად იმ 24 000-25 000 აცრას, რაც კეთდება," - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

დღის ამბები