20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
იქნება, თუ არა 2021 წლის ბოლოს კოვიდის საწინააღმდეგო წამალი და რას ამბობენ მწარმოებლები მედიკამენტის ეფექტურობაზე

წლის ბოლომდე მსოფლიო შესაძლოა პანდემიის ფინიშის ხაზზე გავიდეს - ამის თქმის საფუძველი კომპანია Pfizer-ის განაცხადმა გააჩინა.

კორონავირუსთან მებრძოლმა ფარამაცევტულმა კომპანიამ, 2021 წლის ბოლოს კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოშვება დააანონსა.

ამერიკული მწარმოებელი აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, წამალი კოვიდის გამოვლენისთანავე მიღებისას, მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს, შედეგად კი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ძალიან მსუბუქად წარიმართება.

დამაიმედებელია ისრაელის მიერ ჩატარებული კლინიკური ცდებიც. ქვეყნის მიერ წარმოებული მედიკამენტით 30 მძიმე პაციენტიდან 29 გამოჯანმრთელდა.

კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატების კლინიკური კვლევების დასრულებას ელოდებიან საქართველოშიც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უცხოელ კოლეგებთან მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობენ და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს კორონავირუსის სამკურნალოდ ერთი ან რამდენიმე პრეპარატი გამოჩნდება. 

დღის ამბები