20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
 22 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი 

გეგმური სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყავლაშვილის, კოტე აბხაზის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები