მამაკაცი რომელსაც ახლობლები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა.
საუბარია 20 წლის ნოდარ თამარიანზე, რომელიც ვარშავიდან საქართველოში 12 აგვისტოს ჩამოფრინდა, მეორედ დღეს კი მისი კვალი გაქრა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენის ჯანმრთელობა უვნებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნოდარ თამარიანი არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი.