20 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ქაბულის აეროპორტში ათასობით ადამიანი გადარჩენას ელოდება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დახმარების მსურველებს მადლობას უხდის

ავღანეთში მიმდინარე პროცესები დღითიდღე რთულდება. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ამ დრომდე სავსეა, ქვეყნის დატოვების მსურველების ნაკადი არ წყდება.

სხვადასხვა საერთაშორისო ლიდერი გამოთქვამს მზაობას, მიიღოს ავღანელი მიგრანტები თავიანთ ქვეყნებში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ყველა იმ სახელმწიფოს უხდის მადლობას, ვინც დახმარება შესთავაზა.

"ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჩვენი მხრიდან მობილიზებული იქნა გლობალური დახმარება. მადლობა ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, ვინც დახმარება შემოგვთავაზა,"-აღნიშნა ნედ პრაისმა. 

საბერძნეთის თვადაცვის მინისტრი ნიკოს პანაიოტოპულოსი აცხადებს, რომ საბერძნეთი თავის დაცვას პოტენციური და არსებული საფრთხეებისგან აგრძელებს.

დღის ამბები