ანგელა მერკელი მოსკოვში კანცლერის რანგში ბოლო ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ყირიმის ანექსია , უკრაინის სუვერენიტეტი, ჩრდილოეთის ნაკადი 2, ორმხრივი თუ სხვა საერთაშორისო საკითხები იყო ის, რაზეც კანცლერმა პუტინთან - სამსაათიან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრა .
მნიშვნელოვანია, რომ მერკელმა მოსკოვში ვიზიტისთვის სიმბოლური თარიღი შეარჩია. ზუსტად ერთი წელი გავიდა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან. სწორედ ერთი წლის თავზე შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა კი რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეს.